ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ბუჩამდე იყო აფხაზეთი – ფილმის ჩვენება აშშ-ის კონგრესში გაიმართება

22 აპრილს, 18:00-ზე ამერიკის კონგრესში აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს – ბუჩამდე იყო აფხაზეთი. 

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ნახავენ. 22-25 აპრილის ჩათვლით ვაშინგტონი ქართველთა გენოციდის შესახებ ღონისძიებათა ციკლს უმასპინძლებს. 

ღონისძიებებს დაესწრება ის ხალხი, ვინც ვაშინგტონში პოლიტიკურ კლიმატს ქმნის. 

ჩვენ გვჭირდება, გავაფართოვოთ საერთაშორისო კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოს დეოკუპაცია და დევნილების დაბრუნება.

თუ გსურთ, წვლილი შეიტანოთ ამ ისტორიულ მოვლენაში, ჩვენი ანგარიშია:

GEL #GE29TB0600000100700586
EUR #GE68TB0600000138070783
USD #GE32TB7556645067800009

დანიშნულება: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - წერს თავისუფლების ინსტიტუტი.

ასევე, 25 აპრილს ჩვენება გაიმართება American Enterprise Institute-ში. იქამდე მოეწყობა დისკუსია, რომელშიც Middle East Institute-ისა და American Enterprise Institute-ის წარმომადგენლებთან ერთად ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები