წინააღმდეგობის მუზა-უმმა "უბიძინენიეს" სივრცეში პარტია ფედერალისტების, აფხაზთა კრებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის - "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" კინოჩვენება გამართა.
კამპანიის მიზანია რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი გენოციდური დანაშაულების გამოძიება და აღიარება. დოკუმენტური ფილმის ჩვენება უკვე გაიმართა აშშ-ის კონგრესში და საფრანგეთის პარლამენტში, ხოლო შემდეგი ეტაპი დიდ ბრიტანეთშია დაგეგმილი.
დოკუმენტური ფილმი "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ორგანიზებული გენოციდის მტკიცებულებებს და დევნილთა ისტორიებს შეეხება.
ფილმის ჩვენება ნაწილია კამპანიისა ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელიც აფხაზთა კრების, პარტია ფედერალისტების, თავისუფლების ინსტიტუტისა და ტაბულას ორგანიზებით მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება.