არჩევნები 2024

კობახიძე: ვიღებთ ზომებს ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტის, ივანიშვილის უსაფრთხოებისთვის

როგორც გლობალური ომის პარტიისთვის, ისე საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ რისკები ერთიათად არის გაზრდილი. ყველა ვხედავთ რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში. სლოვაკეთში ქვეყნის პრემიერმინისტრი, აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სუს-ში წარიმართება გამოძიება ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე მისი უსაფრთხოების დაცვა ხდება შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია. 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე. 

კომენტარები