რუსული კანონი

კორძაია: ნაცისტების დროს მკვლელობა კანონით ხდებოდა, ამ კანონის შესრულებისთვის გასამართლდნენ

მანიპულაციური სტატისტიკები, რომლებსაც ხელისუფლება წარმოადგენს, ასევე მათი არგუმენტაცია კანონის დაცვასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთხელ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. იმიტომ, რომ შეგახსენებთ, ნაცისტური გერმანიის დროს ადამიანების მკვლელობა, წამება, განადგურება იყო კანონით გათვალისწინებული და ის ადამიანები, ვინც ამ კანონებს ასრულებდნენ, მერე გასამართლდნენ, მაგრამ ისინი თვლიდნენ, რომ კანონს ასრულებდნენ.

ამიტომ ჯობია, დავფიქრდეთ იმაზე, რას გვეუბნება ხელისუფლება.

თქვა ბრიფინგზე ენმ-ს ლიდერმა, თამარ კორძაიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომლის წინააღმდეგ სარჩელიც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში მან და ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამაც შეიტანეს.

1 სექტემბერს საკონსტიტუციოში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვა დასრულდა: სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის და 120-ზე მეტი NGO-ს და მედიაორგანიზაციის სარჩელებს განიხილავდა.

კომენტარები