დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინებისა და ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები ერთმანეთს შეეჯახნენ

X

31 აგვისტოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთისა და ფილიპინების სანაპირო დაცვის გემები ერთმანეთს შეეჯახნენ, რაშიც ორივე სახელმწიფომ მეორე მხარე დაადანაშაულა.

გავრცელებული ცნობებით, ინციდენტი ჩინეთსა და ფილიპინებს შორის არსებულ სადავო წყლებში, ერთ-ერთ წყალმარჩხთან, მოხდა. ამასთანავე, ეს ბოლო 48 საათში ფილიპინებისა და ჩინეთის გემებს შორის შეჯახების მეორე შემთხვევაა.

ჩინეთს გაცხადებული აქვს, რომ მთლიანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა მას ეკუთვნის, მათ შორის ის ნაწილებიც, რომლებიც ფილიპინებს, ბრუნეის, მალაიზიას, ტაივანსა და ვიეტნამს ეკუთვნის.

ჰააგის მუდმივმოქმედმა საარბიტრაჟო სასამართლომ 2016 წელს დაასკვნა, რომ ჩინეთის პრეტენზიებს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ჩინეთი უარყოფს.

ჩინეთისა და ფილიპინების სანაპირო დაცვის გემებს შორის შეჯახებები მანამდეც მომხდარა, მათ შორის, ბოლო ინციდენტი - 19 აგვისტოს.

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული კუნძულების კონტროლი სტრატეგიული მნიშვნელობისაა რეგიონის სახელმწიფოებისთვის,  ვინაიდან საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს საკუთარი ტერიტორიიდან 200 საზღვაო მილის გარშემო შეუძლიათ ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შექმნა, სადაც წიაღისეულის მოპოვება და თევზაობა მხოლოდ მათ შეეძლებათ. 

კომენტარები