ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მოკლულია ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, ვისამ ხაზემი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას ქალაქ ჯანინში ხელმძღვანელობდა და ასევე, დაჯგუფების კიდევ ორი წევრი.
"ისრაელის უსაფრთხოების ძალების ოპერაციის ფარგლებში მოკლულია ვისამ ხაზემი, შემდეგ კი საჰაერო დარტყმები განახორციელდა კიდევ ორ პირზე, როდესაც ისინი გაქცევას ცდილობდნენ". - წერია განცხადებაში.
IDF-ის ცნობით, ორივე მოკლული ხაზემის ხელმძღვანელობით მოქმედებდა. ჰამასის წევრების დაღუპვას თავად დაჯგუფებაც ადასტურებს.