რუსული კანონი

ტაბულას მთავარი რედაქტორი: არ ვემორჩილებით რუსულ კანონს

სანამ დეტალებს შემდეგ კვირაში ვრცლად მოგახსენებთ, დავწერ იმას, რაც უკვე იცით:

ტაბულა არ ემორჩილება რუსულ კანონს და აგრძელებს ფუნქციონირებას.

ამ კანონს პირადად მე განვიხილავ სინდისისა და რწმენის თავისუფლების ხელყოფადაც.

არასდროს მე ამას თავს არ მოვუხრი.

პატარა, დევიანტი ავადმყოფების სიამოვნებისთვის პიროვნების ღირსების ხელყოფა მიმაჩნია ჩემი ხასიათის მკვლელობად.

ინსტიტუციურ მედიას გვაქვს ვალდებულება საზოგადოების წინაშეც - ამას ვაცნობიერებდი მედიაში ფეხის შედგმის პირველივე წამიდან და შედეგებიც მქონდა გაცნობიერებული.

ჩემი მხრივ, თამამად და ყოველგვარი პათოსის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა თეორიული რისკისთვის ვარ მზად.

ტაბულა იქნება ისეთივე, როგორსაც იცნობდით და როგორადაც დაარსდა. ასევე ისეთი, როგორც მისი თავისუფალი რედაქცია ყოველდღიურად წყვეტს და გადაწყვეტს.

წერს ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე.

კომენტარები