მე ნამდვილად არ მიკვირს, რომ დღეს აქ ასეთი დიდი ემოციებია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან თუ ვინმეს აქვს წვლილი მართლაც ამ ქალაქის ფეხზე დაყენებაში, [მიხეილ სააკაშვილია] და მეც, გიორგიც [ვაშაძე], თინაც [ბოკუჩავა] ვიყავით მომსწრე იმ დიდი პროექტების, რაც ბათუმში ხორციელდებოდა...
ამიტომ, ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა და ისეთი საქართველო ევროპაში, სადაც პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან და ყველას ექნება თავისი ადგილი ამ ქვეყანაში...
...იმიტომ გვჭირდება ის ევროპა, სადაც არის ადამიანის უფლებები დაცული და სადაც, სამწუხაროდ, ის რაც ხდება საქართველოში, ის კანონი, რომელიც იხილება ახლა, რუსული კანონი, რომელსაც სურს, გააქროს სამოქალაქო საზოგადოება და გადავიქცეთ ავტორიტარულ საზოგადოებას, ასეთი რამ ევროპაში არ მოხდება, ამიტომ გვჭირდება ჩვენ ევროპა, ამიტომ გვჭირდება კეთილდღეობა ევროპაში, ამიტომ გვჭირდება ევროპასთან მეტი სიახლოვე, დასავლეთთან სიახლოვე და არა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს: დისტანცირება და იზოლაცია, რაც არის მხოლოდ სიღატაკისა და გაჭირვების საფუძველი.
ამიტომ ერთიანობა არის მნიშვნელოვანი და ეს ერთიანობა იქნება გამარჯვების საწინდარი.





