მედია Важные истории-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი, რომელმაც რუსეთი სპეცსამსახურების ზეწოლის გამო დატოვა, 2015-2021 წლებში რუსეთში, სულ მცირე, 50-ჯერ შევიდა.
მედიის მიხედვით, ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი ФСБ-ის გაჟონილი სასაზღვრო დაცვის მონაცემებიდან. მონაცემთა ბაზა 20 აგვისტოს გახდა საჯარო, თუმცა დღეს ის უკვე ხელმისაწვდომი აღარაა.
დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა. მისი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურების ზეწოლა გახდა, რომლებიც მას ევრომაიდნის მონაწილე უკრაინელი აქტივისტების პირადი მონაცემების გადმოცემას სთხოვდნენ. მოგვიანებით ბიზნესმენმა ჯერ გაერთიანებული არაბთა საემიროების, შემდეგ კი საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.
2023 წლის ინტერვიუში დუროვმა თქვა, რომ დაცული მესენჯერის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში მიმოწერის შემდეგ სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა.
26 აგვისტოს საფრანგეთის პოლიციამ დუროვი პარიზის აეროპორტში დააკავა და მას 48-საათიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. თუმცა, უკვე 27 აგვისტოს პარიზის პროკურატურამ დაკავებულ რუს ბიზნესმენ პაველ დუროვს ოფიციალურად ბრალი წაუყენა. მესენჯერ Telegram-ის მფლობელისა და შემქმნელის გასამართლებას, პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს.





