2018 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი Telegram-ის დამფუძნებელს, პაველ დუროვს შეხვდა და კომპანიის სათავო ოფისის პარიზში გადატანას სთავაზობდა. ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრამდე 1 წლით ადრე, საფრანგეთის დაზვერვის სამსახურმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების დაზვერვასთან ერთად დუროვის ტელეფონზე წვდომა ჰაკერული გზით მოიპოვა, რადგან არსებობდა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო Telegram-ს ტერაქტების ორგანიზებისთვის იყენებდა.
ამასთან, WSJ ხაზს უსვამს, რომ არ არსებობს არანაირი მინიშნება იმის შესახებ, რომ დუროვის შეხვედრა მაკრონთან და მის ტელეფონზე ჰაკერული თავდასხმა, მის დაკავებთან კავშირშია.
26 აგვისტოს საფრანგეთის პოლიციამ დუროვი პარიზის აეროპორტში დააკავა და მას 48-საათიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. თუმცა, უკვე 27 აგვისტოს პარიზის პროკურატურამ დაკავებულ რუს ბიზნესმენ პაველ დუროვს ოფიციალურად ბრალი წაუყენა. მესენჯერ Telegram-ის მფლობელისა და შემქმნელის გასამართლებას, პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს.





