ირანი

ირანული მედია ყოფილი პრეზიდენტის ავიაკატასტროფის მიზეზს ავრცელებს

ირანულმა მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ირანის ყოფილი პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის დაღუპვის მიზეზი. 

Fars-ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფა გამოიწვია უამინდობამ და ვერტმფრენის ბორტზე დასაშვებზე მეტი წონის არსებობამ. უსაფრთხოების სამსახურში მომუშავე ანონიმურმა წყარომ მედიასთან აღნიშნა, რომ ბორტზე იმაზე ორით მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ვიდრე უსაფრთხოების პროტოკოლით არის დასაშვები. 

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური სტაფის კომუნიკაციების ცენტრმა, რომელიც პასუხისმგებელია ავიაკატასტროფის გამოძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. 

20 მაისს დადასტურდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

რა ვიცით პრეზიდენტ რაისის დაღუპვის შესახებ

კომენტარები