ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასმა თელ-ავივზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ჰამასმა თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ერთ-ერთი რაკეტა ზღვაში ჩავარდა, ერთი კი ისევ ღაზის სექტორში. რაკეტები ჰამასის მებრძოლებმა ღაზის სამხრეთ ტერიტორიიდან, ხან იუნისიდან გაუშვეს. ჰამასმა ბოლოს თელ-ავივზე იერიში მაისში მიიტანა

თელ-ავივში განგაშის სირენები არ ამოქმედებულა, რადგან ჰამასის მიერ გაშვებული რაკეტები დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. ჰამასმა აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

ამის პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ღაზაში სამხედრო ოპერაციას ატარებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაფაში ოპერაციისას 100-ზე მეტი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს. IDF-ის შეფასებით, ჰამასს კვლავ შეუძლია იერიში მიიტანოს ცენტრალურ ისრაელზე, თუმცა მათ არსენალში შორი მანძილის რაკეტები და გამშვებები არასაკმარისი რაოდენობისაა.

კომენტარები