ირანის ახალმა პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გამოცდილი დიპლომატი აბას არაღჩია.
61 წლის არაღჩის განათლება ინგლისში, კენტის უნივერსიტეტში აქვს მიღებული პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით. 2013-2021 წლებში ის ირანის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო ირანსა და მსოფლიოს სხვა ძალებს შორის ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში. ის ასევე ელჩის თანამდებობას იკავებდა ესტონეთში, ფინეთში და იაპონიაში.
ბოლო წლებში, არაღჩი ჰასან როჰანის პრეზიდენტობის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროს სამინისტროს სპიკერი და მინისტრის მოადგილე იყო.
ჰასან როჰანი მიმდინარე წლის მაისის თვეში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ავიაკატასტროფის შედეგად ასევე დაიღუპა საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი.
ივლისის დასაწყისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა.





