საქართველოს საპატრიარქო

მეუფე შიო ილია II-ს: XX საუკუნეში ერის სულიერი აღმავლობა თქვენს მსახურებას უკავშირდება

თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ მუდამ გრძნობთ ილია წინასწარმეტყველის სულიერ ძალას, მის მფარველობას და ყოველთვის ცდილობთ, თქვენი მფარველი წმინდანის მსგავსად შთაგვაგონოთ, რომ ეკლესიური ცხოვრება და ადამიანთა სულების აღშენება მხოლოდ მოწყალებით, სიყვარულითა და მოთმინებით არის შესაძლებელი.

"პატრიარქის მსახურება მუდმივი მოწამეობაა!“ – გითქვამთ თქვენ და ალბათ მხოლოდ უფალმა უწყის, რამდენი დარდი, ტკივილი და განსაცდელი დაითმინეთ პატრიარქობის უმძიმეს გზაზე.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მე-20 საუკუნეში საქართველოს ეკლესიის ფერისცვალება და ქართველი ერის სულიერი აღმავლობა სწორედ თქვენს საპატრიარქო მსახურებას უკავშირდება.

"როცა ვუყურებთ ჩვენ წარსულს და დღევანდელ დღეს, გვეთქმის მხოლოდ ერთი – დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მართლაც, მძიმე გზა გამოიარა ჩვენმა ერმა და ეკლესიამ, მაგრამ ძალა ღვთისა იყო ყველაზე ძლიერი, ძალა ღვთისა ფარავდა ყველაფერს და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა დღეს სუფევს საქართველოში“, – აღნიშნავთ თქვენ და ჩვენც, თქვენი სულიერი შვილები, ვმადლობთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც თქვენი სახით მოუვლინა ჩვენს ქვეყანას.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს წინასწარმეტყველის, წმინდა ილია თეზბიტელის და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს ულოცავს.

კომენტარები