ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ირანში ისმაილ ჰანიას პანაშვიდი გაიმართა

RFE/RL

ირანის დედაქალაქ თეირანში ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების პოლიტიკური ფრთის ლიდერის, ისმაილ ჰანიას პანაშვიდი გაიმართა. 61 წლის ჰანია 31 ივლისის დილას თეირანში მოკლეს. ჰამასი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.

თეირანის ცენტრში, თეირანის უნივერსიტეტთან ხალხი ჰანიეს პორტრეტებითა და პალესტინის დროშებით ხელში შეიკრიბა. პანაშვიდს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უძღვებოდა. ხამენეი ჰანიას მოკვლისთვის "სასტიკი სასჯელით" იმუქრებოდა.

ჰანიეს კატარის დედაქალაქ დოჰაში დაკრძალავენ.

შურისძიების პირობა დადო ჰამასის პოლიტიკური ბიუროს წევრმა მუზა აბუ მარზუკმაც.

"ლიდერი ისმაილ ჰანიეს მკვლელობა მხდალი აქტია და უპასუხოდ არ დარჩება". - თქვა მარზუკმა.


The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას თეირანში მკვლელობის პასუხად ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.მედიის ცნობით, ხამენეიმ ეს ბრძანება ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გასცა.

ამის შესახებ NYT-თან სამმა ირანელმა ანონიმურმა წყარომ ისაუბრა. ორი წყარო, მედიის ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელია.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მასშტაბური იქნება ირანის პასუხი.

კომენტარები