თავისუფალი უნივერსიტეტი

ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ქეისების კონკურსში კვლავ ESM-ის სტუდენტების გუნდმა გაიმარჯვა

ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ქეისების კონკურსის 2024 წლის გამარჯვებული კვლავ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სტუდენტების გუნდია.

თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა Six of a Kind მოიპოვა პირველი ადგილი და 11 000 ლარი. გუნდის წევრები არიან: ლიზა კაციტაძე, ⁠ელენე გოგიბერიძე, ნიკოლოზ ჩიტაძე, ერეკლე გომართელი, ნიკა გაბისონია და ბექა ბარათაშვილი.

კონკურსი რამდენიმე წელია, ტარდება საქართველოს ბანკი • Bank of Georgia-სა და TBSC კონსალტინგის ორგანიზებით და ყოველწლიურად თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდები იმარჯვებენ.

ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობს 10-ზე მეტი უნივერსიტეტის რამდენიმე ასეული სტუდენტი. შესრულებული დავალების შედეგებზე დაყრდნობით, ჟიურის წევრებმა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების სამი საპრიზო ადგილის მფლობელი შეარჩიეს, რომლებიც სტუდენტური ბარათი • Student Card-სგან დასაჩუქრდნენ ფულადი პრიზებით.

კომენტარები