თავისუფალი უნივერსიტეტი

Free Uni-ის კურსდამთავრებულების ფონდი სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ შემქნილი "ალუმნი ფონდი" სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დაეხმარება. ეს ფონდის პირველი პროექტი იქნება - ის 2020 წლიდან თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს და პირველი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდიით უზრუნველყოფს.

"სწორედ თავისუფალმა უნივერსიტეტმა მოგვცა შესაძლებლობა, მიგვეღო ხარისხიანი განათლება, ჩამოგვყალიბებოდა ჯანსაღი საზოგადოებრივი ღირებულებები და გაგვეცნო ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენი მეგობრები და თანამებრძოლები არიან. ჩვენი მისიაა, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა,"- წერია ფონდის განცხადებაში.

უნივერსიტეტი მადლობას უხდის ფონდის შექმნელებს.

კომენტარები