ეს არის პოლიტიკური ანტისანიტარია, რომლის ერთადერთი მიზანი არის, რომ ჩვენი საინფორმაციო სივრცე ამოავსოს აი ამ სისულელეებზე კომენტირებით. მე ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ეს ხელისუფლება საუბრობდეს იმაზე, როგორ გაზრდის ამ ქვეყანაში პენსიას, ნაცვლად იმისა, რომ საუბრობდნენ იმაზე, როგორ შეიქმნება სამუშაო ადგილები, ნარკოეპიდემია როგორ შეიძლება რომ დამარცხდეს, ავსებენ ამ სრული სისულელეებით საინფორმაციო ველს.
ხალხს შემიძლია ვუთხრა, რომ ამ სისულელის ნაცვლად, ჩვენ ხელისუფლების ცვლილების მერე სწორედ მათ პრობლემებზე ვფოკუსირდებით, გავზრდით პენსიას 1000 ლარამდე, პირველივე წელს, ხელისუფლების ცვლილების მერე 200 ლარით, უახლოესი პერიოდის განმავლობაში კიდევ 1000 ლარამდე. ახალგაზრდებისთვის შეიქმნება დასაქმების შესაძლებლობები. გარანტირებული პირველი ანაზღაურებადი სტაჟირება ექნება უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულს. შემდეგ, როდესაც ჩვენ ჩვენს ახალგაზრდებს შევაიარაღებთ ცოდნით, სამუშაოთი, პერსპექტივებით, შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდება მათთვის რამხელა წუმპეში გვამყოფებს დღეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება საქართველოში პუტინის რუსეთის ინტერესებს და რომლის მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენი ქვეყანა მოაქციოს საერთაშორისო თვითიზოლაციაში, გვამყოფოს მარტო, ჩვენს მტერთან პირისპირ და ამას უკავშირდება ეს ბოდვა და ეს სამარცხვინო კამპანიები.