არჩევნები 2024

კალაძე სუს-ის გამოძიებაზე: საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან

ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, რომ იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი. ეს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ზოგადად, ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში.

აგერ, ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპი ჩვეულებრივად გაიმეტეს სასიკვდილოდ, უბრალოდ გადარჩა, ასე შეიძლება ათასში ერთი ადამიანი გადარჩეს. შესაბამისად, ეს არის ბინძური ძალა საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, ფინანსდება უცხოეთიდან, მფარველები ჰყავს უცხოეთში და მკადრებელია ყველაფრის. ეს არ არის უბრალო სიტყვები ან მოგონილი. გავიხსენოთ, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, რას აკეთებდნენ, რას ბედავდნენ, რას სჩადიოდნენ და რას აკადრებდნენ ქვეყნის მოსახლეობას.

შესაბამისად, დღეს ჩვენმა  საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენენ აღნიშნული რადიკალები, ვინ არიან  ეს ადამიანები, საიდან იმართებიან, თუმცა ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი  სიფრთხილე. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველას გასცემს საკადრის პასუხს, მათ შორის, რადიკალებს.

თქვა კახა კალაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო გადატრიალებისა და ქართული ოცნების ლიდერების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების მუხლებით მიმდინარე გამოძიებაზე.

კომენტარები