არჩევნები 2024

მანჯგალაძე: ვის რაში უნდა სჭირდებოდეს ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმე ღონისძიების ჩატარება

მოქმედ პოლიტიკოსებში ბიძინა ივანიშვილს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. ვის რაში უნდა სჭირდებოდეს მის წინააღმდეგ რაიმე ღონისძიების ჩატარება. მე მგონი, ტრამპის მცდელობის შემდეგ, საქართველოში მოდური გახდა და იფიქრეს, მოდი, ბიძინას რეიტინგიც ხომ არ აიწევსო - იმის მერე, ტრამპის რეიტინგმა აიწია და იქნებ ბიძინასიც ავწიოთო. რაღაც ბნელი ფანტაზიაა.

თქვა "ერთიანობის" წევრმა და სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ.

სუს-ის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. უწყების განცხადებით, ისინი იძიებენ უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

კომენტარები