იაპონური გაზეთი Yomiuri Shimbun-ის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის გათვლებით, ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანში შეჭრის შესაძლებლობები გაიუმჯობესა.
იაპონიის მთავრობის ანგარიშით, რომლის ფარგლებშიც წინა წელს ჩინეთის მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები გააანალიზეს, ჩინეთს ტაივანში სამხედრო ნაწილების გადასხმის პროცესის დასრულება ერთი კვირის განმავლობაში შეუძლია.
იაპონიის მთავრობა ამ დასკვნამდე 2023 წლის ზაფხულში ჩინეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული საზღვაო წვრთნებისა და მათ მიერ გაშვებული რაკეტების გაანალიზებით მივიდა.
გამოცემის თქმით, იაპონიის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიხედვით, სამხედრო წვრთნების ანალიზით ცხადი გახდა, რომ თუკი ჩინეთის ყოველი დანაყოფი მოქმედებებს ერთდროულად დაიწყებს, მაშინ ტაივანის გარშემო საზღვაო და საჰაერო ბლოკადის შექმნა, და ასევე ხმელეთზე დიდი რაოდენობით დესანტის გადასხმის დასრულება ჩინეთს რამდენიმე დღეში შეუძლია.
გამოცემა ასევე ამბობს, რომ ანგარიშის შედეგები მიმდინარე წლის დასაწყისში იაპონიის პრემიერმინისტრს, ფუმიო კიშიდას უკვე წარუდგინეს.