დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი საგარეო და საშინაო ურთიერთობების, მათ შორის, ევროკავშირთან არსებული სავაჭრო შეთანხმების გადახედვას გეგმავს.
7 ივლისს, ედინბურგში ვიზიტისას, სტარმერმა თქვა, რომ ეცდება გააუმჯობესოს გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან. მან წინა პრემიერმინისტრის მიერ დადებულ შეთანხმებას "წარუმატებელი" უწოდა.
"ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ბევრად უკეთეს გარიგებას, ვიდრე ის წარუმატებელი შეთანხმებაა, რომლითაც ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთი უკან დახია." - თქვა სტარმერმა.
პრემიერმინისტრ კირ სტარმერის თქმით, ევროკავშირთან სავაჭრო და თავდაცვითი კავშირების გაძლიერებასთან დაკავშირებული დისკუსიები აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამის შესახებ მოლაპარაკებები ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის გერმანიაში, პოლონეთსა და შვედეთში ვიზიტისას დაიწყო.