დიდი ბრიტანეთი

პაპუაშვილი: UK აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციების დაფინანსებას

ვსაუბრობთ ფაქტებით, აგერ ფაქტია, რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას, ფაქტია, ამას წყალი არ გაუვა, ეს არის ფაქტი, რომ გია ჯაფარიძეს, ჩერგოლეიშვილს, ტაბულას და მსგავს ორგანიზაციებს აქვთ ექსტრემისტული დღის წესრიგი, ოქსფორდის ლექსიკონის განმარტებაც კი მოვიყვანე, ეს არის ფაქტი.

აი, ამ ადამიანების დაფინანსებას აპირებდა ბრიტანეთის საელჩო, შესაბამისად, დასკვნა - ბრიტანეთის საელჩო აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციების დაფინანსებას, წერტილი. სად არის ამაზე პასუხი, ნაცვლად ამისა, ვიღებთ თავდასხმას ქართველ ხალხზე და რაღაც ბრალდებებს, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვს.

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრომ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბაჩო საგანელიძე დაიბარა და მასთან საუბრისას "ქართული ოცნების" პოლიტიკა მწვავედ გააპროტესტა.

კომენტარები