ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის თავდასხმას ლიბანში ჰეზბოლას მაღალი რანგის სამხედრო მეთაური ემსხვერპლა

Courtesy

3 ივლისს ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმას სამხრეთ ლიბანში, ქალაქ ტირში ჰეზბოლას მაღალი რანგის სამხედრო მეთაური, მუჰამად ნიმა ნასერი ემსხვერპლა.

ნასერი ჰეზბოლას აზიზის დანაყოფის ხელმძღვანელი იყო. აზიზის დანაყოფი ისრაელს თავს ესხმოდა 2023 წლის ნოემბრიდან ისრაელ-ლიბანის სასაზღვრო მონაკვეთზე. აზიზის დანაყოფი პასუხისმგებელია ისრაელის მიმართულებით გასროლილ 100-ზე მეტ რაკეტაზე. 

მუჰამად ნიმა ნასერის სიკვდილი ჰეზბოლას წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. რამდენიმე საათში ისრაელის თავდაცვის ძალებმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნასერი მათ ოპერაციას ემსხვერპლა. ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელის დრონმა საზღვრიდან 20 კილომეტრში მიზანში ამოიღო ავტომობილი, რომლითაც მუჰამად ნიმა ნასერი გადაადგილდებოდა. AFP-ს ინფორმაციით, იერიშს ჰეზბოლას კიდევ ერთი წევრი და ერთი გამვლელი ემსხვერპლა. 

კომენტარები