რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა პრიმაკოვის ფორუმზე საქართველოზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო უფრო და უფრო აცნობიერებს, რომ "არ სურს გამოყენებული იყოს, როგორც პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ" და ამას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ კავშირებზე პოზიტიური გავლენა აქვს.
"თუ შეხედავთ საქართველოს... იგი უფრო და უფრო აცნობიერებს, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ცდილობს მშვიდობიანად იცხოვროს მეზობლებთან. მათ ესმით, რომ არ სურთ, გამოიყენონ პლაცდარმად რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის პროექციისთვის". - თქვა ოვერჩუკმა პრიმაკოვის სესიაზე.
მან დასძინა, რომ ამ ტენდენციას "კარგი გამოხმაურება მოჰყვა" მოსკოვსა და თბილისს შორის ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების სახით, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. მისი თქმით, "ეს არის ის, რისკენაც ორივე მხარე ისწრაფვის".





