აშშ-სამხრეთ კავკასია

ო'ბრაიენი: ერევანი-ბაქოს შეთანხმება საქართველოსა და სომხეთის EU-ში ინტეგრაციას დააჩქარებს

საქართველომ და სომხეთმა გამოხატეს ინტერესი ევროკავშირთან და ერთიან ბაზართან დაახლოების მიმართ - იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თუ სხვა - ასე რომ, ვფიქრობ, [სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის] სამშვიდობო შეთანხმების არსებობის პირობებში, მსგავსი ინტეგრაცია მხოლოდ დაჩქარდება და ის საშუალებას მისცემს ინვესტიციების განხორციელებას სომხეთის, საქართველოსა და სხვების ინსტიტუციებში.

ვფიქრობ, დავინახავთ, რომ სამშვიდობო შეთანხმების სარგებელი არ არის მხოლოდ უსაფრთხოება, რომელსაც ის რეგიონში მცხოვრებ ხალხს მოუტანს. სარგებელს მოიტანს შესაძლებლობაც, რომ გვქონდეს სავაჭრო მარშრუტი ყაზახეთიდან თურქეთის გავლით ხმელთაშუა, ან შავი ზღვისკენ. ის იქნება დანამატი უკვე არსებული მარშრუტის, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით შავ ზღვაზე გადის.

ერთად ეს ორი მარშრუტი ცენტრალური აზიის ქვეყნებს მისცემს წვდომას გლობალურ ბაზრებზე გზებით, რომლებიც არ იქნება დამოკიდებული არც რუსეთზე და არც ჩინეთზე. დამოუკიდებლობის ასეთი შესაძლებლობა არის ის, რასაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს და ვფიქრობ, რომ ამით თქვენ რეგიონში ეკონომიკურ სარგებელს იხილავთ.

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა რადიო თავისუფლების სომხური სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ო'ბრაიენი სომხეთში ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მხარდასაჭერად იმყოფება.

კომენტარები