ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერი: ვიმუშავებთ, რათა ტურიზმის ერთ-ერთ ცენტრად ვიქცეთ

სამხრეთ ოსეთის, როგორც ერთ-ერთი ტურისტული ცენტრის შექმნა და დადებითი იმიჯის განვითარება, რესპუბლიკის განვითარება და პოპულარიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დავალებაა.

ასევე ვმუშაობთ რუსულ ბანკებთან ერთად სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთ ულამაზეს ხეობაში ტურისტული კომპლექსის შექმნაზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორებთან ჯავის რაიონში სანატორიუმისა და კურორტული კომპლექსის აღდგენასთან დაკავშირებით. ამას გარდა, ჩვენ დავდეთ შეთანხმება კომპანია "სტროიპროგრესთან", რომელიც დაკავებული იქნება ქალაქ კვაისში სასტუმროების რეკონსტრუქციით.

მე ვთვლი, რომ ამ მიმართულებით რესპუბლიკას ძალიან კარგი პერსპექტივები აქვს. ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთი გახდეს ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთი ცენტრი...

სამწუხაროდ, ჯერჯერობით რესპუბლიკაში ტურისტების ნაკადი მცირეა, მაგრამ ამ ტურისტული კომპლექსების შექმნით, ვფიქრობ, ტურისტული ნაკადი მკვეთრად გაიზრდება.

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, თქვა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრემიერმინისტრმა, კონსტანტინე ჯუსოევმა. მან ასევე ოკუპირებულ მიწებზე ჩინეთის ინტერესებზეც ისაუბრა, რასაც დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ აქ – ჩინეთს ოკუპირებულ ცხინვალში მანქანების ქარხნის გახსნა და კვაისის საბადოები აინტერესებს.

 

კომენტარები