ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი თბილისთან თავდაუსხმელობის შეთანხმების "იმედს არ კარგავს"

ახსარ ჯიოევი

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი თბილისთან თავდაუსხმელობის შეთანხმების დადების "იმედს არ კარგავს". ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა.

"ჩვენ ვცდილობთ ქართულ მხარეს ყველანაირად გავაგებინოთ [ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის ხელმოწერის აუცილებლობა]. ჯერჯერობით არ გამოდის, მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ურთიერთგაგებას მივაღწევთ. რა იქნება პრაქტიკაში, დრო გვაჩვენებს, მაგრამ ვიმეორებ, ეს ჩვენთვის ძირეული საკითხია და კონსოლიდირებული მიდგომის ერთგული დავრჩებით ჩვენს რუს და აფხაზ კოლეგებთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით." - თქვა ჯიოევმა.

კომენტარები