ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ივანიშვილის უწყებაში გვითხრეს, რომ მეარაყიშვილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
23 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ "საქართველოსთვის ჯაშუშობის" ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს.
მეარაყიშვილმა დაკავების შემდეგ, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.





