გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, ტვ პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს აკრედიტაცია შეუჩერდა

ტვ პირველის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატის, ხალხის ძალის წევრის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, კიდევ ერთ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს პარლამენტში აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერეს.

პარლამენტის მიერ ჟურნალისტისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში აკრედიტაციის შეჩერების მიზეზად დასახელებულია ის, რომ მან პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის მიუხედავად, არ შეწყვიტა ვიდეოჩაწერა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ხალხის ძალის წევრის, სოზარ სუბარის მოთხოვნით აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერდა ტვ პირველის ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასაც.

გუშინ, 4 ივნისს პარლამენტმა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერა. ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს. პარლამენტის მიერ ფორმულასთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტს აკრედიტაცია ქართული ოცნების დეპუტატთან, ნინო წილოსანთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო გაუუქმდა.

3 მაისს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ერთი თვის ვადით აუკრძალეს მთავარი არხის ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძესაც. აკრედიტაციის გაუქმების მიზეზი აქაც ნინო წილოსანთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობა გახდა. 

კომენტარები