ნინო წილოსანი

წილოსანთან ინტერვიუს მცდელობის გამო, ფორმულას ჟურნალისტს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა

პარლამენტმა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერა. ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

პარლამენტის მიერ ფორმულასთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტს აკრედიტაცია ქართული ოცნების დეპუტატთან, ნინო წილოსანთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო გაუუქმდა. 

"მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას". - ფორმულას ინფორმაციით, აღნიშნულია წერილში. 

გუშინ, 3 მაისს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ერთი თვის ვადით აუკრძალეს მთავარი არხის ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძესაც. აკრედიტაციის გაუქმების მიზეზი აქაც ნინო წილოსანთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობა გახდა. 

კომენტარები