სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე

მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე, ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი, ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა ამ ქვეყნის, რომ შეიქმნა ეს საპენსიო ფონდი და რითაც შეიძლებოდა, რომ ოცნებას თავი მოეწონებინა.

მაგრამ ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის მთავრობის ხელში გადატანა ამ საპენსიო ფონდის და ძალიან საშიში მიმართულებაა

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ პარტიებთან სიტყვით გამოსვლაში. 

კომენტარები