ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი

ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე – ზახაროვა EU-ში "აფხაზ და ოს და-ძმებთან" შესვლაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა და თქვა, რომ 2030 წლისთვის "აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან" ევროკავშირში შესვლის შესახებ კომენტარი "ფანტაზიაა მომავლის თემაზე". 

"ორი სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავიანთი სათქმელი მთლიანად თქვეს. [...] რამდენადაც ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე, მოდით, ასევე ვუპასუხოთ. თუ იქნება ქმედებები, რომლებზეც პასუხის გაცემა პრაქტიკული თვალსაზრისით იქნება შესაძლებელი - ამის კეთება ჩვენც შეგვიძლია". 

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ ზახაროვამ თქვა, რომ "ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრები არ არიან". 

"იქ არიან ქვეყნები, რომლებიც ემორჩილებიან გარკვეულ "ნარატივებს", მბრძანებლობით-ადმინისტრაციულ სისტემას. ისინი საკუთარ ეკონომიკაზე თავისივე გადაწყვეტილებების დესტრუქციული შედეგებით იქანცებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავდაპირველად რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. მათ აიძულებენ, ანტირუსული ზომების მიღება განაგრძონ". - თქვა ზახაროვამ. 

კომენტარები