ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰანეგბი: ღაზაში ომი წლის ბოლომდე გაგრძელდება

ცახი ჰანეგბი

ისრაელის პრემიერმინისტრის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ცაში ჰანეგბიმ ისრაელის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში თქვა, რომ მისი ვარაუდით, ღაზის სექტორში ომი 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება

"ჩვენ ველოდებით ბრძოლის, როგორც მინიმუმ კიდევ 7 თვეს" - თქვა ცაში ჰანეგბიმ ინტერვიუში. 

ჰანეგბიმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი უკვე ღაზასა და ეგვიპტეს შორის არსებული ბუფერული ზონის 75%-ს აკონტროლებს და წლის ბოლომდე მას სრულად დაიკავებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეგვიპტემ საზღვარზე იარაღის უკონტროლო კონტრაბანდა არ დაუშვას.

ისრაელმა ეგვიპტის საზღვართან ქალაქ რაფაში სახმელეთო ოპერაცია მაისში დაიწყო, რომელიც ძირითადად წერტილოვან სარაკეტო დარტყმებს მოიცავს. 

კომენტარები