ანაკლიის პორტი

NATO-ს ოფიციალური პირი: ჩინეთს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გავლენის მოპოვება სურს

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე ანაკლიის პორტის ინვესტორად ჩინური კონსორციუმის დასახელებაზე NATO-ს ოფიციალური პირის კომენტარს ავრცელებს, რომლის სახელსა და გვარს იგი არ აკონკრეტებს. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ჩინეთი აქტიურად ცდილობს, გავლენა მოიპოვოს საზღვარგარეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. 

"გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუმცა ცნობილია, რომ ჩინეთი დიდი ხანია ცდილობს გავლენის მოპოვებას საზღვარგარეთის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. შავი ზღვა NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება" - იოზვიაკის თანახმად, ამბობს NATO-ს ოფიციალური პირი. 

26 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა. შესაბამისად, ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი იქნება. 

კომენტარები