საბოლოოდ გაირკვა, თუ რეალურად რა იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი, პარტია ლელოს შექმნის საფუძველი და, სულ ახლახან, სხვა წვრილ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის ფსევდოპოლიტიკოსებთან გაერთიანების ნამდვილი არსი. აშკარაა, რომ ეს ფინანსური მაქინაციების, ბიუჯეტიდან ფულის მიღების და ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებისთვის პოლიტიკური ანტურაჟის შექმნა იყო. საბედნიეროდ, ყველაფერი უფრო ადრე გამოაშკარავდა, ვიდრე ხაზარაძე-ჯაფარიძე ოქტომბრის არჩევნებამდე ხალხის ნაწილის მოტყუებას კიდევ ერთხელ შეძლებდნენ. ლელოც და მისი გაერთიანებაც ისეთივე სიყალბეა, როგორი სიყალბეც აღმოჩნდა ხაზარაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი მითი ანაკლიის კონსორციუმის სახელმწიფოს მიერ შევიწროების შესახებ. ფაქტია, რომ ხაზარაძე ხალხს ხმას და მილიარდ-ნახევარ აშშ დოლარს სთხოვდა. ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უთხრა უარი. ახლა ჯერი ხალხზეა.
tbl.ge/6utf
დაკოპირდა
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალა პაპუაშვილმა პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა სამართლებრივი დავა წააგო და მთავრობის სასარგებლოდ 650,000 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
შალვა პაპუაშვილიანაკლიის განვითარების კონსორციუმილელოპარტია ლელომამუკა ხაზარაძებადრი ჯაფარიძეარჩევნები 2024ანაკლიის პორტიქართული ოცნებაპარტია ქართული ოცნება
ამავე თემაზე
- კობახიძე: საქართველოს უნდა აღვუდგინოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ფუნქცია
- ხელისუფლებამ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა - ADC
- ლილუაშვილი ანაკლიის პორტის საქმეზე: ხაზარაძეს ბოდიშის მოხდა მოუწევს
- ბრეგაძე ანაკლიის საქმეზე: მოსარჩელეს მთავრობის სასარგებლოდ $650 000-ის გადახდა დაეკისრა
- პრემიერი ანაკლიის პორტზე: რაც ვერ გააკეთეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ, გააკეთებს სახელმწიფო