ანაკლიის პორტი

კობახიძე: საქართველოს უნდა აღვუდგინოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ფუნქცია

ჩვენი ხედვა არის ის, რომ საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია. ეს იყო დამაკავშირებელი ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის.

იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს ფუნქცია მაქსიმალურად აღიდგინოს, იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ფუნქცია შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, მაქსიმალური თანამშრომლობა, როგორც დასავლეთის ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით. ამ კუთხით, ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინურ ტვირთებზე იქნება დიდწილად დამოკიდებული ამ პორტის ეფექტიანი ფუნქციონირება.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

29 მაისს ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი იქნება.

კომენტარები