რუსული კანონი

"არანაირი სია არ არსებობს" – ვაჟა სირაძე ხარებას სიაზე

"არანაირი სია არ არსებობს". - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე. დღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე "ხარებამ" თქვა, რომ სია აქვს და არაკაცებს სცემს - "მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე არაკაცებს ვცემ. სია გვაქვს, ცოტა ხანში განახებთ".

"პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში ყოველთვის […]ეს ეხლა რაღაც ძაან ისეთი რაღაც აიტაცეთ, ეს სია. სია არ არსებობს.

ძაან სწორად გაიგეთ თქვენ, უბრალოდ რაღაც გარკვეულ სიტყვებს ათამაშებთ ძალიან ცუდად და ეგრე არ არის. რა შუაშია სია? [...] გაგეცით პასუხი, შსს-ს ნებისმიერი დანაყოფის წარმომადგენლები მოქმედებენ კანონის ფარგლებში, კანონის სრული დაცვით. ნებისმიერ სამართალდარღვევაზე იქნება შესაბამისი რეაგირება.

რაც შეეხება თქვენს მიერ წარმოთქმულ სიებს, აქ ეგ სიტყვების თამაშია თქვენი მხრიდან, სამწუხაროა. არანაირი სია არ არსებობს". - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას სირაძემ ხარაზიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

კომენტარები