27 მაისიდან, "გაურკვეველი ვადით", ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შენობაში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, რის გამოც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ რუსული სტილის კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო განიხილება, ხოლო ხვალ, 28 მაისს პლენარულ სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.





