რუსული კანონი

აქტივისტის თქმით, წულუკიანის დაცვა ლევილში პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა

ლევილი
კადრი ვიდეოდან/ფორმულა

როგორც ერთ-ერთი აქტივისტი, თამარ დემურია ყვება, ლევილში, ქართულ ფესტივალზე თეა წულუკიანის თანმხლები პირები აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც მან და მისმა მეგობრებმა რუსული კანონი გააპროტესტეს.  

"ჩვენ, მეგობრებმა და სტუდენტებმა გადავწყვიტეთ პროტესტი გამოგვეთქვა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.  ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო. ვთქვით, რომ ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს დღევანდელი მთავრობა და ეს მთავრობა რუსეთში გვაბრუნებს.

ველურად მოგვექცნენ, ერთ-ერთ სტუდენტს კბილი ჩაუტეხეს, მეც ფიზიკურად გამისწორდნენ, ჩემს ფრანგ მეგობარსაც" - ამბობს დემურია ფორმულასთან საუბარში. 

კომენტარები