რუსული კანონი

ჯაფარიძე: ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა

იმის გააზრება, რომ 5% ბარიერის გამო არ უნდა დარჩეს დანაწევრებული და ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციურ ფლანგზე - რომ ივანიშვილმა არ წაიღოს ის მანდატები აქედან, რომელიც მას ეკუთვნის - ეს მზაობა არის ასი პროცენტით. 

შეიძლება იყოს სხვადასხვა მოსაზრებები კონფიგურაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა - ამაზე განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ მე გეუბნებით ჩემს პოზიციას.

ჩემი აზრით, მარტივი ამბავია - აქეთ არის 41 ნომერი და აქეთ არის ახალი ნომერი, ახალი სია, მათ შორის ახალი ხალხი და ახალი სახელი.

თქვა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში

კომენტარები