რუსული კანონი

რექტორთა ნაწილი რეჟიმის მხარდამჭერ განცხადებას ამზადებს

სტუდენტების მარში რუსული კანონის წინააღმდეგ, 2024 წლის 17 აპრილი.
ლუკა ახალაია/ტაბულა

ტაბულას რამდენიმე წყარო უდასტურებს, რომ სტუ-ს რექტორმა დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები ქვემომდებარე განცხადებაზე ხელმოსაწერად მიიწვია. პროსახელისუფლებო განცხადება პროტესტს ემიჯნება და ლექტორებს აფრთხილებს.

 

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, 22 უნივერსიტეტის სტუდენტებმა რუსული კანონის პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვეს. ამ პროტესტში მათ პროფესორების ნაწილიც უერთდება. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაფიცულ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად დამატებით დროს აძლევს. შესაბამისი შეტყობინება სასწავლებლის სტუდენტებმა მიიღეს.

კომენტარები