თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტთა ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტთა განცხადება:
ჩვენ, თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს აქტიურად ვადევნებთ, შესაბამისად, გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩვენს მეგობრებს და ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსიროთ.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ისე, როგორც არასდროს, საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი ევროპული მომავალი. ევროპა, რომელიც ჩვენთვის კეთილდღეობას, მშვიდობას და რაც მთავარია, ხარისხიან განათლებას ნიშნავს.
ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ჩვენსა და ჩვენს თანატოლებზე ძალადობა, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. გარდა ამისა, გრძელდება სამოქალაქო აქტივისტების ტოტალური და უკანონო დაკავებები.
ასევე ვეხმიანებით, თსუ-ის ასოცირებული პროფესორის, ნათია კუპრაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და დაშინების მცდელობებს და სოლიდარობას ვუცხადებთ მას!
იმ ფონზე, როცა ადამიანებს უკანონოდ იჭერენ, სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენგანი, შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელებას.
მადლობა ყველა სტუდენტსა და ლექტორს უკვე გამოცხადებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი პოზიცია ურყევია, სტუდენტები მუდამ ვიქნებით ევროპული ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე.
#არარუსულკანონს!
#კიევროპას!
ხელს აწერენ :
- ვანო გომურაშვილი - პოლიტიკის მეცნიერება
- თორნიკე ყრუაშვილი - პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა
- დიმიტრი შავლოხაშვილი - პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა
- ანა რუხაია - პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა
- დავით ნეფარიძე - პოლიტიკის მეცნიერება
- ანანო გვილია - განათლების მეცნიერება
- დაჩი ხაჩიძე - პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა
- ნიკო კაკაბლიშვილი - დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები
- თამარ კირკიტაძე - მედიის კვლევები
- ნინი შავლაძე - მედიის კვლევები
- ეკატერინე ჯანიაშვილი - მედიის კვლევები
- გიორგი ღარიბაშვილი - განათლების მეცნიერება
- მარიამ ქარქაშაძე - განათლების მეცნიერება
- ნინო გოხელაშვილი - პოლიტიკის მეცნიერება
- ევა რუაძე - განათლების მეცნიერება
- მანანა ყაზარაშვილი - განათლების მეცნიერება
- ნინო ქადარია - განათლების მეცნიერება
- მარიამ გორხელაშვილი - მედიის კვლევები
- ანანო შალამბერიძე - მედიის კვლევები
- ნანა ჩადუნელი - მედიის კვლევები
- თეონა სისაური - განათლების მეცნიერება
- თათია სარალიძე - განათლების მეცნიერება
- მურმან დევიძე - განათლების მეცნიერება
- მარიამ ხარძიანი - მედიის კვლევები
- ნინო გომურაშვილი - საჯარო პოლიტიკა და სახელმწიფო მართვა
- Პაატა ახალკაცი - დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია
- Მარიამ ხუბუნაია- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- ნინო სიხარულიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- ირმა ჭანტურია - კულტურის კვლევები, თსუ
- მარიკა სარჯველაძე - სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა, თსუ
- სალომე ტაბატაძე - პოლიტიკის მეცნიერება
- მელანო ბერიძე - სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა
- ნინი კოსტავა - განათლების მეცნიერება
- ნიკოლოზ სარაჯიშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულება".
- წერია გავრცელებულ განცხადებაში.





