პოლონეთი

პოლონეთის მინისტრთა საბჭოს შეხვედრის ოთახში მოსასმენი მოწყობილობები იპოვეს

PremierRP/X

პოლონეთის სპეცსამსახურების სპიკერის, იაცეკ დობჟინსკის ცნობით, მოსასმენი მოწყობილობები იპოვეს და უვნებელყვეს ოთახში, რომელშიც მინისტრთა საბჭოს შეხვედრა უნდა გამართულიყო. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შინაგანი უშიშროების სააგენტოსთან თანამშრომლობით აღმოაჩინა და დაშალა მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება იმ ოთახის ფარულად მოსმენისთვის ყოფილიყო გამოყენებული, რომელშიც დღეს, კატოვიცეში მინისტრთა საბჭოს შეხვედრა უნდა გამართულიყო". - დაწერა დობჟინსკიმ X-ზე. 

მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების სავარაუდო მიზეზებსა ან მისი დამყენებლის ვინაობაზე დობჟინსკის კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, შეხვედრა გეგმის მიხედვით, ადგილობრივი დროით 12 საათზე ჩატარდება. 

მინისტრები შეხვედრაზე ენერგოპოლიტიკაზე, მათ შორის მოწყვლადი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის მაღალი ფასების შედეგების შემსუბუქებაზე, გეგმავდნენ.

კომენტარები