ვიზალიბერალიზაცია

კობახიძე: ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი

ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი და არათუ ასეთი შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, არამედ პირიქით, უნდა ზრუნავდნენ მაგალითად ამერიკაში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. 

ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაცამ ესაუბროს ქართველ ხალხს შანტაჟის ენით. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს ძალიან კარგად და ეს, რა თქმა უნდა, ახლაც ძალიან კარგად ჩანს.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ის გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში რუსული კანონის მიღებას ეხება. დოკუმენტი შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, განიხილონ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და გადაიხედოს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი.

 

კომენტარები