რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, "ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას".
მისი ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმებას ხელს 17 ნოემბერს მოაწერენ, ხოლო ძალაში დეკემბრიდან შევა.
"შესაძლოა, ის მალე ქართული პასპორტის მფლობელთა ნაწილის წინააღმდეგაც იყოს გამოყენებული". - წერს იოზვიაკი.
ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი 7 ოქტომბერს დაუჭირა.





