"სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა" - გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ევროკომისიის მიერ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გამოეხმაურა.
"სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა. დარღვევებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვინდა, რომ ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ქართველებმა შეინარჩუნონ უვიზო რეჟიმი. თქვენ მეგობრები ხართ და ევროკავშირში ყოველთვის გელით.
თქვენ ევროკავშირის წევრიც კი შეიძლება იყოთ. ეს თქვენს მთავრობაზეა დამოკიდებული. ამჟამად კი თქვენ ევროკავშირს შორდებით" - წერს ფიშერი X-ზე.





