საქსტატი

ბინები ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდაზეა, I კვარტალში ფასები წლიურად 13%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13% შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3%-ით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასები გაიზარდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7%).

ასევე, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასები გაიზარდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით.

საქსტატის ცნობით, ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში მედიანური ღირებულება ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდის (5 578 ლარი 1 კვადრატული მეტრი) და ვაკის (4 866 ლარი 1 კვადრატული მეტრი) რაიონებშია, ყველაზე იაფი კი - სამგორსა (3 041 ლარი 1 კვადრატული მეტრი) და გლდანში - (3 200 ლარი 1 კვადრატული მეტრი).

2024 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით

 

კომენტარები