საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3%-ით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1$-ით);
- მშენებლობა - 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19 %-ით).
საქსტატის დაზუსტებით, აღნიშნულ პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარს, ხოლო კაცების - 2 463.8 ლარს უტოლდებოდა. ხელფასების წლიურმა ზრდამ კი ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 340.7 ლარი (16.0%).
ანგარიშში აღნიშულია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ქალების ხელფასს ყველა სექტორში აღემატებოდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 420.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1%-ით გაიზარდა) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 393.5 ლარი, გაიზარდა 22.4%-ით) სფეროებშია.
აღნიშულ პერიოდში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.7 ლარით (15.9%) გაიზარდა და 1 765.7 ლარს გაუტოლდა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს.