რუსული კანონი

ორშაბათს, 15 აპრილს პარლამენტის უკან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

ორშაბათს, 15 აპრილს, 10 საათზე საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, პარლამენტის უკან, საკომიტეტო განხილვის პარალელურად, დაანონსებულია საპროტესტო აქცია

"ეს არის გადამწყვეტი დღე. თუ კანონპროექტი კომიტეტს გაივლის, გაწვევა შეუძლებელი გახდება.

იურიდიულ კომიტეტზე განხილვის და დამტკიცების შემდგომ, ქართულ ოცნებას შეეძლება რუსული კანონი გაიტანოს პლენარულ სხდომაზე და პირველი მოსმენით მიიღოს.

Ჩვენი უმთავრესი მიზანია, რუსული კანონი ვერ გასცდეს იურიდიულ კომიტეტს და არ გავიდეს პირველ მოსმენაზე, რადგან კანონის ინიციატორს კანონპროექტის გამოთხოვა შეუძლია მხოლოდ პირველ მოსმენამდე.

თუ რუსული კანონი იურიდიულ კომიტეტს გასცდა, ერთადერთი შანსი კანონის პლენარულ სხდომაზე ჩაგდებაა, რაც მკვეთრად ართულებს მდგომარეობას.

არ გავატანინოთ ქართულ ოცნებას რუსული კანონი პირველ მოსმენაზე, მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, გაიწვიოს რუსული კანონი! ყველა პარლამენტთან!". - წერია აქციის აღწერაში. 


ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამავე დღეს, ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა ოცნებას მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე.

განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტართა ჯგუფმაც, სადაც წერია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგადმნენ, ხოლო რუსული კანონი მათ ეწინააღმდეგება.

კომენტარები